2021-2022 წ.
3 დეკემბერს პროექტის "მშობელთა ჩართულობა სკოლაში" , ფარგლებში IV ა კლ. ჩატარდა გაკვეთილი- "ხელოვნება ჩვენს ირგვლივ". გაკვეთილს უძღვებოდა ინა ფიცხელაურის დედა ქ.ნ. მარრიტა აფულავა. გაკვეთილი მრვალფეროვანი, საინტერესო და სახალისო აქტივობებით იყო დატვირთული. გაკვეთილის ბოლოს ქ.ნ. მარიტას დახმარებით შევქმენით წინასაახალწლო განწყობილება.
10 დეკემბერს, IV ა კლ. სკოლა "კანდიდის" პროექტით"მშობელთა ჩართულობა სკლაში მორიგი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილის თემა გახლდათ-" ჩემი ადგილი ოჯახში".
გაკვეთილს უძღვებოდა ელენე ჯაფარიძის მამიდა ქ.ნ. შუქურა ჯაფარიძე. გაკვეთილზე მოსწავლეთათვის მნიშვნელოვან და საჭირო საკითხებზე გამახვილდა ყურადღება.
24 დეკემბერს IV ა კლ. პროექტით "მშობელთა ჩართულობა სკოლაში -ახალი გაკვეთილი ჩატარდა. გაკვეთილს უძღვებოდნენ მათე ინჯგიას მშობლები: ბ. ბექა ინჯგია და ქ.ნ. ხათუნა კაპანაძე- ინჯგია.გაკვეთილის თემა გახლდათ" ლინზიანი კომპასი და მისი გამოყენება". გაკვეთილი ძალზედ აქტიურად და საინტერესოდ წარიმართა. დატვირთული იყო თვალსაჩინოებებით და აქტივობებით, რომელთაც დიდი ინტერესი გამოიწვიეს მოსწავლეებში. გაკვეთილის დასრულებისას სტუმრებმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს მოსწავლეებს.
Комментариев нет:
Отправить комментарий